17:19 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 14:51:07, 601 ნახვა

სამართალი
ელიზბარაშვილი: დაკავებამდე მე, ჩემი მოადგილე, ან განყოფილების უფროსი რომ დაეკითხათ, მოსამართლე განჩინებას არ მისცემდა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-17 დაწესებულების ყოფილი დირექტორი გიორგი ელიზბარაშვილი დარწმუნებულია, რომ მის დაკავებამდე ციხის განყოფილების უფროსი, ან მისი რომელიმე მოადგილე რომ დაეკითხათ, მოსამართლე ბრალდებას განჩინებას არ მისცემდა.

ამის შესახებ ელიზბარაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მოსამართლე მისთვის და კიდევ 7 პატიმრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

ელიზბარაშვილის მტკიცებით, მიზანმიმართულად მხოლოდ ის მოწმეები დაკითხსეს, რომლებიც ბრალდებას  აწყობდა.

"მე, ან  ჩემი რომელიმე მოადგილე, ან განყოფილების უფროსი ჩემს დაკავებამდე, განჩინების აღებამდე, ერთ-ერთი მაინც რომ ყოფილიყო დაკითხული, დარწმუნებული ვარ, მოსამართლ განჩინებას არ მისცემდა. მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი, დაიკითხნენ მხოლოდ და მხოლოდ ის მოწმეები, რომლებიც ბრალდებას აწყობდა",-განაცხადა გიორგი ელიზბარაშვილმა.

შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის # მე-17 დაწესებულების  დირექტორი სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება 2015 წლის 1 იანვარს  მე-17 დაწესებულებაში განხორციელებულ ფაქტს, რა დროსაც მსჯავრდებულების მხრიდან მსჯავრდებულებზე  ძალადობა მოხდა. კერძოდ, პროკურატურის  ინფორმაციით, ელიზბარაშვილმა რამდენიმე მსჯავრდებულს საპატიმროს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა, მათ კი, პატიმრებზე ძალადობა განახორციელეს. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით,  ხსენებულ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული 7 პატიმრის მიმართ ასევე სამართლებრივი დევნა დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics