|
2024-10-11 16:18:12, 489 ნახვა
სამართალი
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს და მის თანამზრახველს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სოფელ ვახტანგისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 21 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ბრალდებული და მისი დისშვილი, ბრალდებულის ყოფილი მეუღლის სახლში მივიდნენ, სადაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ მეუღლეს დანით ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა. "ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. დაკავებულებს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე წარედგინათ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ბრალდებულის ნათესავს ასევე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)