|
2024-10-11 14:14:58, 401 ნახვა
საზოგადოება
ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გაიხსნა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, მთაწმინდის რაიონში, ლადო ასათიანის N50-ში მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი გახსნა. როგორც მერმა აღნიშნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. “მთაწმინდის რაიონში მულტიფუნქციური ცენტრი გავხსენით. ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან აქ, ასათიანის ქუჩაზე ისტორიულად მდებარეობდა საკალათბურთო დარბაზი. თავდაპირველად გვინდოდა მისი რეაბილიტაცია, თუმცა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, გადავწყვიტეთ მისი სრული დემონტაჟი და ავაშენეთ ახალი შენობა, სადაც განთავსებულია საკალათბურთო და საფეხბურთო მოედანი, ასევე, ფიტნეს სივრცე გასახდელებითა და საშხაპეებით. ცენტრი ყოველმხრივ კეთილმოწყობილია და რამდენიმე დღეში სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას. გარდა ამისა, როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მულტიფუნქციური სივრცეები გარკვეული დროის განმავლობაში გავხადოთ უფასო საპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის. აღნიშნული ცენტრიც ამ პროგრამაში ჩართული იქნება. ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია. მთაწმინდა გამოირჩევა ტერიტორიის და სივრცის ნაკლებობით და რა შესაძლებლობებიც მოგვცა აღნიშნულმა ფართმა, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რათა ეს ულამაზესი სივრცე შეგვექმნა“,- განაცხადა კახა კალაძემ. ცენტრში განთავსებულია სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ასევე, სატრენაჟორო დარბაზი, საშხაპეები და გასახდელები. არსებული ცენტრი მოემსახურება 500-მდე მოზარდს კალათბურთის და ფრენბურთის მიმართულებით, ხოლო სატრენაჟორო დარბაზი გათვლილია 300-მდე ადამიანზე. ცენტრს ეტაპობრივად დაემატება სხვა პროგრამებიც. მრავალფუნქციური სპორტული ცენტრის გასხნას, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)