|
2024-10-08 16:10:35, 334 ნახვა
პოლიტიკა
კირცხალია „ნაცმოძრაობის“ კამპანიაზე - ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელებაა, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საზოგადოებას სთავაზობს
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიას და მათ ბანერებს აფასებს. როგორც კირცხალაია აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობის" კამპანია ზიზღის და ბულინგის ენაა". "ზედმეტი აღქმები არ სჭირდება, ეს არის პირდაპირ ზიზღის ენა, პირდაპირი ბულინგის ენა, ისევ იმ ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება, რასაც ამდენი ხანია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას. ახლა ეს ბანერებიც არის ამის პირდაპირი გამოხატულება. მოვუწოდებ ყველა სადამკვირვებლო მისიას, რომელიც მუშაობს და რომელიც აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს ჩვენს ქვეყანაში, სასწრაფოდ შეიტანონ თავიანთ ანგარიშებში ეს სიბინძურე, ეს სიძულვილის ენა, რასაც ვხედავთ მათ ბანერებზე. ვისაც ეკუთვნის, ადრესატი თვითონ მიხვდება, რომ ნუ არიან დაკავებული ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით, არამედ ობიექტურად განსაჯონ პოლიტიკური სიტუაცია და წინასაარჩევნო ვითარება",- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)