|
2024-10-08 11:55:11, 411 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროპარლამენტში, პლენარულ სესიაზე დღეს, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზე ვრცელდება. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სესიაზე ევროპარლამენტარებთან ერთად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საკითხს - "დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხე საქართველოში“ განიხილავს. აგრეთვე, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც. "მაშინ, როცა ქვეყანა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, შეშფოთება გაჩნდა მმართველი პარტია "ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, განსაკუთრებით მედიის თავისუფლებასთან და ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, პარტია კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების ჩახშობისა და კანონის დანერგვის გამო, რომელიც დასავლეთის მიერ დაფინანსებულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად“ ასახელებს. თუკი, "ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებში მნიშვნელოვან უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს შიში, რომ საქართველოში მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პლურალიზმი კიდევ უფრო მეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება",- ნათქვამია ევროპარლამენტის ინფორმაციაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)