|
2024-10-07 23:45:46, 375 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში
თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, გვაქვს კონკრეტული გეგმა შემუშავებული, რომელსაც მივყვებით, მათ შორის, ინვესტიციები ჩაიდება ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება და სამხედრო ბაზები არსებული გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. "სამხედროების სოციალური მხარდაჭერის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება, მათ შორის, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ „ჯარის ქალაქის“ პროექტს, რომლითაც 1000-ზე მეტი სამხედრო დამატებით დაკმაყოფილდება ბინებით შემდეგი წლების განმავლობაში. ინფრასტრუქტურის განვითარება, სამხედრო ბაზები და ა.შ. ჩვენი გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)