|
2024-10-07 23:43:35, 313 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს საშუალებას, მომავალი წლისთვის პენსიები 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ
წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლისთვის არა ინდექსაციით გათვალისწინებულ 335 ლარამდე და 435 ლარამდე, არამედ 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ პენსიები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პენსიების ზრდა მომავალი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. "რაც შეეხება პენსიას, 2012 წელს პენსია შეადგენდა 125 და 140 ლარს, 110 ლარი იყო 2012 წელს პენსია და წინასაარჩევნოდ მოუმატეს 125 და 140 ლარამდე. 2024 წელს უკვე 315 და 415 ლარია, დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი პენსია. მაღალმთიან დასახელებებში პენსია შეადგენს 378 და 498 ლარს. ზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა გვესმის, რომ ესეც არის ძალიან ცოტა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ინდექსაციის მიღმა ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები ეკონომიკის ზრდასთან ერთად. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ინდექსაციის წესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფლაციას უნდა გაყვეს პენსიების ზრდა როგორც მინიმუმ, თუმცა, მაგალითად წლევანდელი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მომავალი წლისთვის არა ინდექსაციით გათვალისწინებულ 335 ლარამდე და 435 ლარამდე, არამედ 350 და 450 ლარამდე გავზარდოთ პენსიები. მომავალი წლების განმავლობაშიც გაგრძელდება პენსიების ზრდა მინიმუმ ინდექსაციის მიხედვით, თუმცა ამის მიღმა, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს პენსიები ყოველწლიურად",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)