|
2024-10-07 23:22:17, 301 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ინვესტიცია აქვთ ჩადებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების მიმართულებით
130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა. მისივე თქმით, დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა დაგეგმილია 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას. "თქვენ იცით რამხელა ინვესტიცია ჩაიდო გასული წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების მიმართულებით. მხოლოდ ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვთ ჩადებული ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი ინვესტიცია ამ მიმართულებით. 500-ზე მეტი მხოლოდ საეკლესიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი იქნა აღდგენილი და შენარჩუნებული ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ ამისათვის. მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს და მომავალშიც გაგრძელდება ამ მიმართულებით ინვესტიციების ჩადება. 130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას. ეს იქნება საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც მიზანმიმართულად მოხმარდება ხელოვანთა მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)