00:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 20:56:55, 262 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - 2012 წელს 30%-ს შეადგენდა უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში, 4 %-მდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის

სიღარიბე არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა, არსებული გეგმებიდან და პროგნოზებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მაქსიმუმ 4 %-მდე შემცირდება სიღარიბე, ანუ მაქსიმუმ 150 000 ადამიანი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა 2028 წლისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წელს 30 %-ს შეადგენდა უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში და 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა.

"სიღარიბე არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა. აქაც დაგვხვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა 2012 წელს, 30 %-ს შეადგენდა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. 1 120 000 ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეკონომიკური ზრდის ტემპიდან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა უკვე 2023 წლისთვის ბევრად გაუმჯობესებული მონაცემები, 11.8%-მდე შემცირდა სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში და დღეის მდგომარეობით, 440 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ როცა 440 000 ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, შეუძლებელია, იყო თვითკმაყოფილი.

აქედან გამომდინარე, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად რჩება სიღარიბის შემდგომი შემცირება. აქაც არსებული გეგმებიდან და პროგნოზებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მაქსიმუმ 4 %-მდე შემცირდება სიღარიბე, ანუ მაქსიმუმ 150 000 ადამიანი იქნება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ანუ, თანდათანობით, მიზანმიმართულად მივდივართ სიღარიბის დაძლევის მიზნის შესრულებისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics