01:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 16:19:42, 334 ნახვა

პოლიტიკა
მელია პრეზიდენტთან შეხვედრაზე - არცერთი გადაწყვეტილება ვიწროპარტიულ ინტერესებს არ ემსახურება

არცერთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესს,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ქვეყანას ისტორიულ მიზანს დააახლოებს".

"მნიშვნელოვანია ჩვენთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" და სხვებისთვისაც, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან მალევე და ვგულისხმობ დღეებს, მოხდეს სტაბილურად ქვეყნის განვითარება და ამაზე ფიქრი, მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, 26 ოქტომბერს, როდესაც "ოცნება" ვერ წაიყვანს ქვეყანას საბჭოთა კავშირისკენ, არამედ გადავდგამთ ძალიან დიდ, გიგანტურ ნაბიჯს ცივილიზაციისკენ, აუცილებლობაცაა და ვალდებულებაც, ვიფიქროთ მომდევნო დღეებზე, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად დაიწყოს ქვეყნის განვითარება და იმ ქარტიის შესრულება, რომელშიც სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი პუნქტებია გაწერილი.

ამასთან დაკავშირებით იყო ძალიან კონკრეტული საუბარი და მე ვფიქრობ, ამ საუბრების შედეგს საზოგადოება უახლოეს პერიოდში გაიგებს და მიესალმება. ყველა ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ისტორიულ მიზანს დააახლოებს. არცერთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ ემსახურება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესს. ამ საკითხებთან დაკავშირებით იყო დეტალური საუბარი",- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 7 ოქტომბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics