01:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 15:47:13, 348 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - პროცესი მიდის ძალიან სწორად - პრეზიდენტის ინიციატივა დროულია

პროცესი, ჩემი აზრით, მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული და სწორი,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი და "ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება, პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართული, არის პრეზიდენტი".

"პროცესი, ჩემი აზრით, მიდის ძალიან სწორად, პრეზიდენტის ინიციატივა არის დროული და სწორი. რაციონალური, სახელების, გვარების და კულუარული განხილვების პროცესი ეს არ არის. ესაა პროცესი, თუ როგორ შევჩერდეთ სწორ ფორმულაზე, რომ საზოგადოებაში იყოს სტაბილურობის განცდა და იმის განცდა, რომ პროდასავლური ოპოზიცია ვთანხმდებით ანტიევროპული კრიზისიდან გამოყვანაზე.

ამომრჩეველს სჭირდება სტაბილურობის განცდა და ჩვენი ერთიანობის დანახვა. ყველას აქვს თავისი პარტიული არჩევანი, მაგრამ ყველა უნდა ვამბობდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ურთიერთდაპირისპირების გარეშე ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან.  ჩვენ ამისი ვალდებულება გვაქვს ჩვენი ამომრჩევლის, ისტორიის და მომავალი თაობის წინაშე. პრეზიდენტის როლი შეუფასებელია ამ თვალსაზრისით და მადლობა მას, რომ ასეთი რამ აიღო საკუთარ თავზე.

კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ იყოს და ჩვენი შეთანხმებაც იყოს, მთავარი რომ ეს არის გარდამავალი, ტექნიკური, მცირე დროით არჩეული ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყანაში ოპოზიციასაც მისცემს დროს, რომ მოხდეს შეთანხმებული, სინქრონული მოქმედება კრიზისის დასაძლევად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება არის უმნიშვნელოვანესი რამ და ნებისმიერი რამ, რაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს, არის კარგი და ერთადერთი ადამიანი, ვინც ამაზე შეიძლება პასუხისმგებლობა აიღოს იმგვარად, რომ ყველანი მეტ-ნაკლებად ვიყოთ პროცესებში ჩართული, არის პრეზიდენტი",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics