01:29 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-07 13:10:58, 256 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ოპოზიცია არის ბოროტი ძალა, რომელიც თავის დროზე მზად იყო, კონფედერაციისთვის ხელი მოეწერა

კონფედერაციაზე ხელის მოწერა თავის დროზე თავად ოპოზიციას უნდოდა, ახლა კი, ამ თემით სპეკულირებენ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ოპოზიციის ბრალდებების შესახებ ისაუბრა, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხებოდა.

კალაძის თქმით, “ოპოზიცია არის ბოროტი ძალა, რომელიც თავის დროზე მზად იყო, კონფედერაციისთვის ხელი მოეწერა“.

“ეს არის სპეკულაციები, სიცრუის კამპანია. როგორ შეიძლება ტერიტორიული მთლიანობის თემით სპეკულირება? თუმცა, ეს არის ბოროტი ძალა, რომელიც თავის დროზე მზად იყო, რომ კონფედერაციისთვის ხელი მოეწერა. მაშინ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი. ენგურჰესის გადაცემა ჰქონდათ დაგეგმილი. ამხელა ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ჩვენი ენერგეტიკული სისტემისთვის უმნიშვნელოვანესია, უნდა გადაეცათ მათთვის. საბედნიეროდ, ეს თემა რომ აიწია, ხალხის დიდი უკმაყოფილება მოჰყვა და ბოლომდე მიყვანა ვერ მოხდა. გამზადებული წერილი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. არქივში შეიძლება ახლაც ინახება აღნიშნული წერილები. ამ ადამიანებმა თავიანთი მოღალატეობრივი და ბოროტული ქმედებებით ტერიტორიები დაკარგეს. დღეს, ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. დაინგრა ინფრასტრუქტურა, განადგურდა სოფლები, ქალაქები, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები და რა მივიღეთ?“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ სწორი პოლიტიკით მოხდება და არანაირ კონფედერაციაზე საუბარი არ არის.

“დღეს, როდესაც ჩვენ ამ  მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკით, ქმედებებით, განვითარებით, მშვიდობით, წინსვლით მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაშინვე გადაირივნენ. გახსოვთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ. არანაირ კონფედერაციაზე და აღიარებაზე არ არის საუბარი. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მსგავსი გადაწყვეტილება მივიღოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. ურთიერთ პატიებით, ურთიერთ პატივისცემით, ნდობის აღდგენით უნდა მოვახდინოთ თანაცხოვრება“,- აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics