18:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 17:01:13, 496 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია სამუშაო შეხვედრას „მერები, ლიდერები ცვლილებებისთვის“ დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია ლიდერობის შესახებ სამუშაო შეხვედრას „მერები, ლიდერები ცვლილებებისთვის“ დაესწრო.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრა თემატური პროექტის „ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციონალური ჩარჩოების გაძლიერება“ ფარგლებშია ორგანიზებული. სემინარი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მიერ იმართება და ის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგით იმ მიდგომების შემუშავება,  რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ცალკეულ ქვეყნებში თვითმმართველობის შემდგომი განვითარებისთვისაა აუცილებელი.

სამუშაო შეხვედრა ორ ნაწილად განხორციელდა. პირველი სესია გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დღევანდელი ღონისძიება კი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებს,  ადგილობრივი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოძახილია.

„აღნიშნული პროგრამა არის მნიშვნელოვანი გამოძახილი იმ მჭიდრო თანამშრომლობისა, რაც ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობების რეგიონულ კონგრესთან,  ევროსაბჭოსთან, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის თვითმმართველობის  წარმომადგენლებისთვის ხორციელდება აღნიშნული პროგრამა და  მასში ჩართულია  საქართველოში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობებიც. მერები და გამგებლები, დღეს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას იზიარებენ. ხდება გამოცდილების ურთიერთგაზიარება ისეთ მნიშვნელოვან  სფეროში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონიმიკური  განვითარება, პროექტების მენეჯმენტი, სწორი კომუნიკაცია იმისათვის, რომ პროექტები და პროგრამები, რომლებსაც ჩვენ ხალხისთვის ვახორციელებთ, იყოს მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics