|
2024-10-05 15:26:11, 438 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი - ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არცერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე არ დარჩეს
გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილები ხმის უფლების გარეშე არ დარჩენილიყვნენ. ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადებას “ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილები არ დარჩენილიყვნენ ხმის უფლების გარეშე. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ოპოზიციურ პარტიების ჩართულობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია არ დარჩეს არც ერთი საქართველოს მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ახალმა დადგენილებამ ეს შესაძლებლობა ჩვენს დევნილ მოქალაქეებსაც მისცა“,- ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)