|
2024-10-04 20:40:27, 384 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული სივრცე გახსნა
ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ "ღრმაღელესთან" მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დასასვენებელი სივრცე თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან, კახა გულედანთან, ანდრია ბასილაიასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. "ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ეს სივრცე მოწესრიგებული და გალამაზებული ყოფილიყო, რათა ყველა თაობის ადამიანს სასიამოვნო საღამოების გატარების საშუალება ჰქონოდა. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი აქვს ნაძალადევის გამგეობას, გამგებელს და ირაკლი ხელაძეს. მადლობას ვუხდი გამგეობის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის და გალამაზებული სივრცისთვის. განვაგრძობთ დედაქალაქში მსგავსი პროექტების განხორციელებას. ყველა უბანში, რაიონში უნდა არსებობდეს რეკრეაციული სივრცეები. უნდა გავამწვანოთ, გავაფერადოთ ჩვენი დედაქალაქი და საცხოვრებლად კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. ამისთვის კი მთავარია, ქვეყანაში სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ეკონომიკური განვითარება გვქონდეს", - აღნიშნა კახა კალაძემ. დასრულებული პროექტი, დედაქალაქის მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, 7 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, სარწყავი და გარე განათების სისტემა, დამონტაჟდა შადრევანი, ვიდეომონიტორინგის კამერები, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და ტრენაჟორები. ჩატარდა კედლების მოხატვისა და გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. "სკვერის გახსნის პარალელურად, ნაძალადევის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც რაიონში მცხოვრებლებისთვის ბენდმა "ქიმერა" დაუკრა. პროექტი კონტრაქტორმა კომპანიებმა „ქუალითი“ და „დავითი“ შეასრულეს, მის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 1 723 390 ლარი დაიხარჯა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)