02:17 - 01 Nov, 2026
|
2024-10-04 13:59:39, 433 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, „ნაცმოძრაობისგან“ გვერდის მართვის ფუნქცია დაიბრუნოს
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მდინარაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და აშშ-ის საელჩოს მოუწოდებს, "ნაცმოძრაობისგან" გვერდის მართვის ფუნქცია დაიბრუნოს. "მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია "ნაცმოძრაობისგან", რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!" - წერს მდინარაძე. ცნობისთვის, დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ სოციალურ ქსელში დაწერა: "დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ".
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)