|
2024-10-03 22:23:44, 465 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არჩევნების შემდეგი დღეებია
ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ ატარებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები". "ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ ატარებენ. არც სოფლებში გადიან, არც უბნებში გადიან, არსად არ ჩანან. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, კონკრეტული პარტიის ლიდერები, 10-15 კაცი, ჩადის ხოლმე რაიონულ ცენტრებში, არიგებს ფლაერებს და ბრუნდება უკან. არავითარი გაშლილი კამპანია არ არსებობს. ერთადერთი, ვინც აწარმოებს კამპანიას, არის „ქართული ოცნება". აქედანაც ჩანს, რომ მათ საერთოდ არ აქვთ გათვლა არჩევნებში წარმატების მიღწევაზე. წინასწარ არიან შეგუებული იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს ძალიან მძიმედ და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები", - განაცხადა პრემიერმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)