05:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-03 12:33:39, 360 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - „ვისოლი“ „ოცნების“ დავალებით ქალაქში ბილბორდებს არ გვიკრავს - რისი გეშინიათ?!

მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს - თქვენ მარცხდებით და ახლა ცდილობთ, ასეთი გზით, ასეთი ხრიკებით, რამენაირად გამოასწოროთ მდგომარეობა? თქვენ რა უბედურება გამოაკარით ამ ბილბორდებზე, მთელი მსოფლიო აღშფოთებულია,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის "დავალებით", კომპანია "ვისოლი" “ერთიანობის” ბილბორდებს ქალაქში არ ათავსებს.

“დღეს საბოლოოდ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია "ვისოლი" "ოცნების" დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში, რომელზეც არის  ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის.

ბილბორდების შინაარსი არის, რომ "ერთიანობამ" უნდა გაიმარჯვოს იმისთვის, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და N1 ამოცანა გვაქვს, რომ მოვიშოროთ "ოცნება" და ივანიშვილი.

მე მივმართავ "ოცნების" წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს - რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს? მივმართავ კომპანია "ვისოლს", გამოდით და თქვით, არის თუ არა კონტრაქტი დადებული, არის თუ არა თანხა ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე და რა უფლებით არ აკრავთ ამ ბილბორდებს საქართველოში?! ხელისუფლებიდან წასვლისთვის, ბილბორდების არგაკვრა ვერ გიშველით. 

ეს ხრიკები "ოცნებას" ვერცერთ შემთხვევაში ვერ უშველის, მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს - თქვენ მარცხდებით და ახლა ცდილობთ, ასეთი გზით, ასეთი ხრიკებით, რამენაირად გამოასწოროთ მდგომარეობა? თქვენ რა უბედურება გამოაკარით ამ ბილბორდებზე, მთელი მსოფლიო აღშფოთებულია. ჩვენ კი ვამბობთ იმას, რაც სიმართლეა. დიახ, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და "ოცნება". უნდა მოვიშოროთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, მივიღოთ 14 მლრდ, განვავითაროთ ეკონომიკა, ავაშენოთ ქვეყანა და ამას წინ ეღობებით თქვენ. ამიტომ, ნუ გეშინიათ, მოემზადეთ დამარცხებისთვის, ეს ხრიკები თქვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გიშველით",- ამბობს ვაშაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics