|
2024-10-03 12:37:21, 979 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე ზურაბ თენიეშვილთან ერთად ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში იმყოფებოდა
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, ზურაბ თენიეშვილთან ერთად, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ახლად რეაბილიტირებული დაწესებულება დაათვალიერა, რომელიც ახალი სამედიცინო რეგულაციების შესაბამისად მოეწყო. “მინისტრი სამედიცინო პერსონალს შეხვდა და კლინიკის თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის ფარგლებში სამი ტესლა სიმძლავრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრაზე მინისტრმა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას მოიცავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში. იხილეთ პროგრამის შესახებ ვრცლად https://urlis.net/bz7ky64f
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)