06:12 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 12:33:53, 633 ნახვა

სამართალი
მამუკა ახვლედიანის შეფასებით, მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების საკითხზე დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მიერ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების წესდების გამჟღავნების თაობაზე წარმოებული მოკვლევის მასალებს ეჭვქვეშ აყენებს.

როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აინტერესებს როგორც ჩაატარა საბჭომ მოკვლევა, როცა საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე კომისისს წევრების გარეშე აწარმოებდა მოკვლევას.

ახვლედიანის თქმით, არავინ არ იცის რამდენად რეალური მასალები გადააგზავნა საბჭომ პროკურატურაში.

„საინტერესოა როგორც ჩაატარა საბჭომ მოკვლევა, რა უფლება ჰქონდათ ტერმინი მოკვლევა, რომელიც შევარდნაძის ბოლო წლებშიც კი აღარ იყო გამოეყენებინათ და რას ნიშნავს მოკვლევა. ჩემთვის გასაკვირია, როცა საბჭოს მდივანი, რომლიც არის იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე თვითონვე ახდენს თავის კომისიაში კომისიის გარეშე მოკვლევას. შემდეგ კი კაცმა არ იცის რა მასალები გადააგზავნეს პროკურატურაში, როგორ გამოარკვიეს საკითხები, როცა ამ საკითხებში მარტივად გეტყვით ჩართულია სასამართლო სისტემის მაღალჩინოსანი. რატომ იყო დუმილი სამი თვის განმავლობაში ამ საკითხებზე, იქნებ მარტო ერთი გამოცდა არ არის გამოსაკვლევი, იქნებ ბევრი იყო ასეთი“, - განაცხადა მამაუკა ახვლედინმა.

ახვლედიანი აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა.

„ძალიან უხერხულ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს პროკურატურა და საერთოდ შეიძლება მისი საპარალამენტო-საგამოძიებოკომისია შეიქმნას, სხვანაირად საზოგადოების ნდობას ეს გამოძიება ვერ მოიპოვებს“, - აღნიშნა ახვლედიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics