06:12 - 10 Apr, 2026
|
2016-02-23 12:28:33, 711 ნახვა
სამართალი
ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლე აცხადებს, რომ პოლიცია მას მკვლელობის აღიარებას სთავაზობდა
ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანიძის მეუღლემ დაკითხვის შემდეგ პირველ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პოლიცია მას მკვლელობის აღიარებას სთავაზობდა. ოთარ მამფორია აცხადებს, რომ მისთვის მეუღლის და შვილის გარდაცვალების მოტივი უცნობია. შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცზე სამართალდამცველებს მსგავსი არაფერი უთქვამთ. როგორც თავად მამფორია ამბობს, დილით 35 წლის მეუღლე და 3 წლის შვილი დაძინებული დატოვა და მომხდარის შესახებ სამსახურში გაიგო. ოჯახისთვის მკვლელობის ვერსია ამ დრომდე უცნობია. სახლიდან ოქრო და ფული გატანილი არ იყო, აქედან გამომდინარე ძარცვის ვერსია შსს-მ გუშინვე გამორიცხა. აღსანიშნავია, რომ ოჯახის უფროსის დაკითხვა, დღეს დილით, 5 საათზე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)