08:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-30 14:46:10, 242 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ახლანდელი წინასაარჩევნო პროცესი რადიკალურად განსხვავებულად, მშვიდად მიმდინარეობს

წინასაარჩევნოდ ზოგადად ხშირად არის ხოლმე პროვოკაციები, რომელსაც ეს რადიკალები აწყობენ, თუმცა თუ შევადარებთ სხვა არჩევნებს, პროცესი რადიკალურად განსხვავებულად მიმდინარეობს, მშვიდად და წყნარად,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ძალადობა და დაპირისპირების ფაქტები გახშირებულია.

კალაძის თქმით,  გარკვეულ საარჩევნო სუბიექტებს ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და საარჩევნო კამპანიას კონკრეტულ საელჩოებში ატარებენ.

“ახლა ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ბევრს ამის საშუალება არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ რა ნამუსით უნდა  შეხვდნენ მოსახლეობას, რა უნდა უთხრან? როდესაც გინდა, რომ ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, გინდა მეორე ფრონტის გახსნა, როდესაც პირდაპირ მოწოდებებს აკეთებ სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, ყველაფერს ცდილობ იმისთვის, რომ ხალხი და შენი ქვეყანა დააზიანო, რა ნამუსით უნდა მიხვიდე ხალხთან? შესაბამისად, ველზეც ვერ გადიან, ზოგიერთ საელჩოში დარბიან და იქ ატარებენ საარჩევნო კამპანიას. ხალხი მათ შესაბამის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics