|
2016-02-23 12:00:51, 640 ნახვა
სამართალი
მამუკა ახვლედიანის თქმით, მისი გადაყენებით სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გადაფარვა სურთ
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მენეჯმენტის კუთხით, მათ არავითარი დარღვევა არ აქვთ. როგორ ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მისი გადაყენებით სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გადაფარვა სურთ. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რისი გადაფარვაც მისი გადაყენებით უნდათ, ეს არის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების თემა. „წლების განმავლლბააში ვკურირებდი მენეჯერულ საკითხებს სასამართლო სისტემაში. მთელი მენეჯმენტის ერთერთი შემოქმედი მე ვარ. საინტერესოა, რა დავარღვიე მენეჯმენტის კუთხით. არავითარი კოლეგია არ შემიქმნია. აქ არის მთავარი პრობლემა ამ საკითხებზე მსჯელობის, თითქოსდა თავის რეჟიმში გადაყვანის ფორმით, სულ სხვა ფაქტების გადაფარვა სურთ. ესაა გამოცდების თემა და ბევრი სხვა საკითხი. შესაბამისად, ამ მიზნით მოხდა ჩემი გათავისუფლება, რომ გადაიფაროს ეს საკითხები. ყველა ბრძანება, რომელსაც ნებისმიერი სასამართლოს თავმჯდომარე გამოსცემს, იგზავნება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. შესაბამისად, იმ ბრძანების თაობაზე მათთვის მინიმუმ ერთი წელიწადია ცნობილია. იუსტიციის საბჭომ საერთოდ არ განიხილა ჩემი განცხადება, მათ საერთოდ არ მიიჩნიეს ეს მნიშვნელოვან საკითხად. ის რომ მოსამართლეს რვაასი-ცხრაასი საქმე აწერია და ამ დროს როცა ხდება ოპტიმიზაცია და გარკვეული ჯგუფის გამოყოფა, ეს ყოველთვის ასე ხდებოდა სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)