|
2024-09-29 12:10:28, 360 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სექტორში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე, საჯარო ლექცია გაიმართა
„ჯანდაცვის მენეჯმენტის ეფექტურობის გაზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ - აღნიშნულ თემაზე, საჯარო ლექცია ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. უნივერსიტეტში, მოწვეულ სტუმრებსა და სამედიცინო საზოგადოებას, ამ მიმართულებით, საკუთარი და საერთაშორისო გამოცდილება, სტავანგერის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორმა, რობერტ კროეცბაუერმა გაუზიარა. ღონისძიება, ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. მიხეილ სარჯველაძემ, სისტემაში, თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება, ორგანიზაციების მართვის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის მაქსიმალურად ზრდას შეუწყობს ხელს. ღონისძიებაზე, ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის რეგიონულ მნიშვნელობაზე. ცენტრი, უნივერსიტეტის ბაზაზე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შენდება. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტში, ორი პროტონული ამაჩქარებელი, ანუ ციკლოტრონი განთავსდება. აქედან ერთი სრულად მოემსახურება სიმსივნური დაავადებების მკურნალობას, ხოლო მეორე ბირთვული ფიზიკისა და მაღალი ენერგიების დარგში ფუნდამენტურ კვლევებს. ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა 2026 წლისთვისაა დაგეგმილი. ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ, მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო.
ორიოლის სამხედრო ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა
ტრამპი დაემუქრა რუსეთსა და უკრაინას 200%-იანი ტარიფების დაწესებით, თუ ომი გაგრძელდება
ორ პირს რომლებმაც მოქალაქეს ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს და თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ,ხოლოდ 5 წელი შეეფარდათ
უკრაინამ სამარის რეგიონში მდებარე „ტატნეფტის“ მსხვილ ქიმიურ ქარხანაზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)