|
2024-09-28 14:10:25, 993 ნახვა
რეგიონი
სოფელ მეტეხში, ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის ღია საჭიდაო არენაზე ქართულ ჭიდაობაში გუნდური პირველობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ტურნირში კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის გუნდები მონაწილეობდნენ. "გამარჯვებული გუნდებისთვის შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული იყო ფულადი ჯილდო. I ადგილი - კასპი 10 000 ლარი: II ადგილი - ქარელი 5 000 ლარი; III ადგილი - გორი 3 000 ლარი. ტურნირი ჩაატარა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციამ და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ. ტურნირის მხარდამჭერები გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები, მთავარი მსაჯი კი, სოსო მამულაშვილი იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები",- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)