08:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 21:03:45, 306 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ზელენსკითან შეხვედრის შემდეგ - ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებ, ომის ძალიან სამართლიან დასასრულს მივიღებთ

უკრაინის პრეზიდენტიას ვლოდიმერ ზელენსკისა და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ  ტრამპის შეხვედრა ნიუ-იორკში, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, Trump Tower-ის კომპლექსში შედგა.

 ვფიქრობ, თუ გავიმარჯვებ, ომის ძალიან სამართლიან დასასრულს მივიღებთ. მართლაც ძალიან სწრაფი გარიგება მოცდება. ეს უნდა შეწყდეს. და პრეზიდენტს [ზელენსკის] სურს, რომ ეს შეწყდეს. და დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ პუტინს სურს ამ ომის შეჩერება.  ეს კარგი კომბინაციაა. ასე რომ, ჩვენ გვსურს მივიღოთ სამართლიანი შეთანხმება ყველასთვის“, - თქვა ტრამპმა, რომელიც მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის გვერდით იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ჰპირდება უკრაინაში ომის დასრულებას 24 საათში, ის ზუსტად არ განმარტავს, როგორ აპირებს ამის მიღწევას. ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი შიშობს, რომ ის შეეცდება დაარწმუნოს უკრაინა მოსკოვთან ტერიტორიულ დათმობებზე ან კონფლიქტის გაყინვაზე. კიევში ორივე ვარიანტს არაერთხელ უწოდებდნენ მიუღებლად.

პარასკევს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს ტრამპს, უნდა დათანხმდეს თუ არა უკრაინა მისი ზოგიერთი ტერიტორიის რუსეთს გადაცემას ომის დასრულების მიზნით, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“.

ტრამპმა შეხვედრა გახსნა იმით, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს როგორც ზელენსკისთან, ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს [ზელენსკისთან] და, როგორც მოგეხსენებათ, მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ პუტინთან. და ვფიქრობ, რომ თუ გავიმარჯვებთ, ყველაფერს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ამაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ღიმილით უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა თქვენთან უკეთესი იქნება“. "ტანგოს ორი სჭირდება", - იხუმრა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics