|
2024-09-27 20:00:22, 311 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრს აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართა. "შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველა მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, რაც დადებითად აისახა კიდეც ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2023 წელს უზბეკეთი საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მხრივ მეთოთხმეტე ადგილზე დაფიქსირდა - ზრდადი დინამიკა 2024 წელსაც გაგრძელდა და წლის პირველ ნახევარში საქართველოს უზბეკეთიდან 27 პროცენტით მეტი ვიზიტორი ეწვია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერება ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა, საპორტო ინფრასტრუქტურა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტექსტილი და სხვ. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სახეზეა ურთიერთობების მეტი განვითარება, რაც დადებითად აისახება საქართველო - უზბეკეთის შემდგომ თანამშრომლობაზე. შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერა თანამშრომლობის პროგრამის დაწყებას საქართველოსა და უზბეკეთის ტურიზმის უწყებებს შორის. ის გათვლილია 2024-2026 წლებზე და მოიცავს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაცვლა - გაზიარებას, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიმოცვლას, აგრეთვე ორი ქვეყნის ტურისტული წრეების დაახლოებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)