2024-09-27 16:59:29, 341 ნახვა
მსოფლიო
ანჯეი დუდა - პოლონეთსა და უკრაინას შორის პრობლემურ ისტორიულ საკითხებში პროგრესი უნდა მოხდეს, თუმცა არა შანტაჟის გზით
პოლონეთსა და უკრაინას შორის პრობლემურ ისტორიულ საკითხებში პროგრესი უნდა მოხდეს, თუმცა არა შანტაჟის გზით,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.
როგორც დუდა ამბობს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მცირეხნიანი შეხვედრა ჰქონდა, რა დროსაც ფრონტზე არსებულ ვითარებაზე მოკლედ ისაუბრეს.
“იმედი მაქვს, ჩემი პრეზიდენტობის დასრულებამდე იქნება რაღაც პროგრესი ამ საკითხში. მეორე მხრივ, არ მინდა, ეს მოხდეს შანტაჟის გზით, რომელიც ჩემი აზრით, კარგ შედეგებს არ მოიტანს“,- განაცხადა ანჯეი დუდამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,