|
2024-09-27 15:52:05, 388 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ქვეყანაში არანაირი არასამთავრობოები არ არსებობს - რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა „ნაცმა“?
“კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი? - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, "ის ფაქტი, რომ ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს, არის დასტური იმის, რომ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს და ისინი პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ". “თავიდანვე ვთქვით, რომ არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არსებობს ქვეყანაში. “კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უნდა დააკვირდეს არჩევნებს და შეაფასოს, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიის პროცესი? რა შეფასება უნდა დადოს რადიკალმა “ნაცმა“? ყველაფერი ცხადია. ეს უბრალოდ შესაფუთად სჭირდებათ. ხან არასამთავრობო ორგანიზაციას ირქმევენ, ხან - რას. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ სხვა ადამიანები არიან. ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის წევრები და რადიკალები არიან, რომლებსაც სახელი და ფუნქციები სხვადასხვა აქვთ. ეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დღეს სხვადასხვა პარტიის სახით არის წარმოდგენილი, ამ ქვეყანას და მშვიდობას ებრძვის. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს ინტერესი სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად იყოს გამოყენებული. რაც არ უნდა მძიმე იყოს, ომი იქნება საჭირო, თუ რასაც უბრძანებენ, ყველაფრისთვის მზად არიან“,- აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, დღეს, 27 სექტემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ 25 სექტემბრის მდგომარეობით ცესკოში დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და მიკერძოებულია.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)