14:07 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-27 15:23:19, 416 ნახვა

მსოფლიო
ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, მეწყერი იმ დროს ჩამოწვა, როდესაც კუნძულ სუმატრაზე ოქროს უკანონოდ მოპოვების ოპერაცია მიმდინარეობდა.

“გარდაცვლილები ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. მეწყერის ჩამოშლის დროს ადგილზე 25 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 15 ადგილზე დაიღუპა, 3 დაშავდა, ხოლო 7 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა“,- განაცხადა ადგილობრივი კატასტროფების სააგენტოს ოფისის ხელმძღვანელმა, ირვან ეფენდიმ.

ცნობისთვის, ინდონეზიაში მსგავსი შემთხვევა 2024 წლის ივლისშიც მოხდა, როდესაც გორონტალოს პროვინციაში, კუნძულ სულავესიზე მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics