|
2024-09-27 12:01:07, 300 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზითა და მიტევებით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა და ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ურთიერთმიტევებით და შერიგების გზით არის შესაძლებელი. „27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. კიდევ უფრო მძიმეა ომის შედეგები - დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, ათი ათასობით დევნილი. ვერაფერი გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევებისა და შერიგების კონკრეტული ნაბიჯები. მწამს, რომ განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებითა და მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა. ამას გმირი ჯარისკაცების ხსოვნა, ასევე, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს",- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)