22:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-26 10:43:43, 271 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და პრეზენტაციას 300 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ. ქალაქ სეულში ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი თარაშ პაპასქუა დაესწრო.

მათივე ცნობით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო  15-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის 40 სხვადასხვა დასახელების ღვინო. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინისა და კორეული სამზარეულოს შეხამების მასტერკლასი.

“ქართული ღვინის წარდგენა სეულში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის Wine21.com ორგანიზებით გაიმართა. Wine21.com კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და  მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR  და მარკეტინგულ საქმიანობას.

აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება. კორეის რესპუბლიკაში მსგავსი ფორმატის ღონისძიება  მესამედ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ  ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში, როგორებიცაა ,Seoul International Wine and Spirits Expo და  Daejeon International Wine Festival“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics