05:56 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 22:31:39, 350 ნახვა

პოლიტიკა
ცესკომ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი

26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
 
ღონისძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა წარმომადგენლების პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვის ვალდებულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მხარეთა შეთანხმება 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის ქცევის (ეთიკის) კოდექსით განსაზღვრულ დებულებებზე. მისი თქმით, დოკუმენტი კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება და ხელს უწყობს არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას.
 
"ქცევის (ეთიკის) კოდექსზე ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ ურყევ ნებას იხელმძღვანელონ პოლიტიკური ინტერესებისგან გამიჯვნის და საჯარო ინტერესების უზენაესობის პრინციპით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის პრინციპით კეთილსინდისიერად აღასრულონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები, იმოქმედონ პროფესიული ცოდნის, გამოცდილების შესაბამისად და საკუთარი ქცევით უზრუნველყონ მაღალი ეთიკური პრინციპების დემონსტრირება და დაცვა.   
 
ქცევის (ეთიკის) კოდექსზე ხელის მოწერის შესაძლებლობა აქვთ იმ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებს წარმომადგენლებს, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად არიან ცესკოში რეგისტრირებულნი. თუმცა დოკუმენტებზე ხელმოწერა ღიაა და რეგისტრაციის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ ყველა მსურველს ექნება საშუალება შეუერთდეს მას", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics