|
2024-09-25 16:29:24, 342 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ არა ვიღაცის, არამედ საკუთარი ინტერესებით ვიმოქმედოთ და ქვეყანა ცეცხლის ალში არ გავხვიოთ
ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ვიდგეთ იქ, სადაც ქართველ ხალხს, ეროვნულ ინტერესებს სჭირდება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმულ კითხვას, საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის თაობაზე. მისივე განმარტებით, არჩევნების შემდეგ გაეცემა პასუხი კითხვებს, თუ ვისი დავალებით მოქმედებდა 2008 წელს წინა ხელისუფლება და ვისი დავალებით დაითმო ტერიტორიები. „ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ვიდგეთ იქ, სადაც ქართველ ხალხს, ეროვნულ ინტერესებს სჭირდება. ქვეყანაში ვიღაცის ინტერესების გატარებით კი არ ვიმოქმედოთ, არამედ საკუთარი ინტერესები დავიცვათ და არ გავხვიოთ ცეცხლის ალში ქვეყანა. არ გახსოვთ პირდაპირ მოწოდებები, მეორე ფრონტი რომ უნდა გახსნილიყო ქვეყანაში. ჩვენ არ გვჭირდება მეორე ფრონტი. ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, დავკარგეთ ტერიტორიები იმ მოღალატეობრივი ქმედებებით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს, გარედან დავალების შესრულებით გააკეთა. ყველაფერს გაეცემა პასუხი არჩევნების შემდეგ, ვისი დავალებით მოქმედებდა „ნაციონალური მოძრაობა“, ვისი დავალებით მოხდა ტერიტორიების დათმობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, „მოწოდებებისა და ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლება მომავალშიც დაიცავს ქვეყნის ინტერესებს". „მოწოდებები, მოთხოვნები, შანტაჟები გაგრძელდა, ჩვენ კი ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას,ვინც არ უნდა იყოს, თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვაქვს დიდი ისტორია, კულტურა ვამაყობთ ჩვენი წარსულით და ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)