|
2024-09-25 11:29:29, 346 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვაჟა-ფშაველას გამზირზე ე.წ. ციციშვილის პარკი რეაბილიტირდა
თბილისის მერიამ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში, ე.წ. ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, გასულ წელს პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა, ხოლო მიმდინარე წელს 24 600 კვ.მ ფართობის პარკი სრულად რეაბილიტირდა. “რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა, მოეწყო ექვსი დასასვენებელი პავილიონი, სოკოს ფორმის სასმელი წყლის ხუთი შადრევანი, განთავსდა სკამები და ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემაც“,- განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პარკი 29 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნება. “მსგავსი პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. დედაქალაქს რეკრეაციული სივრცეები ყველაზე მეტად სჭირდება. აღნიშნულ პარკს 29 სექტემბერს საზეიმოდ გავხსნით. საღამოს რვა საათზე, ე.წ. ციციშვილის პარკში „გუფი ლენდის“ კონცერტი გაიმართება. ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას გელოდებით“,- აღნიშნა კალაძემ.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)