23:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 11:15:39, 246 ნახვა

საზოგადოება
თანდილაშვილი - გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანას არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი აქვს - ახლა მნიშვნელოვანი მათი აღსრულებაა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოში ნარჩენების მართვის, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის შემცირების და მწვანე ეკონომიკის დანერგვის საკითხებზე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) ფარგლებში გაწერილი ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანას არაერთი პოლიტიკური დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, ახლა მნიშვნელოვანი მათი განხორციელებაა და სწორედ ამ ნაწილში სჭირდება ქვეყანას გაეროს სხვადასხვა ინსტიტუციის მხარდაჭერა.

“ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის და პლასტიკის გამოყენების შემცირების მიმართულებით შედეგების მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესი საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებაა, ამისთვის კერძო სექტორთან და ადგილობრივ მთავრობასთან ერთად, დონორი ორგანიზაციების ჩართულობა აუცილებელია“,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ორმხრივ შეხვედრაზე ნარჩენების მართვის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის დაწყებაზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის სურსათის და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა ნარჩენების მართვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტია და საქართველოს საჭიროებებზე იქნება მორგებული. გარემოს დაცვის, კერძოდ ნარჩენების მართვის მიმართულებით შეგვიძლია ევროპული საუკეთესო პრაქტიკა გაგიზიაროთ“,- განაცხადა დაგლას უებმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების შემცირების, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, გარემოსდაცვითი მონიტორინგის და ანგარიშგების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას UNDP-ის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ანთაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics