09:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-25 09:34:15, 381 ნახვა

მსოფლიო
BBC - დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ რაიან რუთს აშშ-ის პროკურატურამ ბრალი წაუყენა

ამერიკის შეერთებული შტატების პროკურატურამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და “რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ რაიან რუთს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ რუთს პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობისთვის დამნაშავედ ცნობენ, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

“ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საზარელი აქტია. პირობას ვდებ, რუთის პასუხისმგებლობისთვის ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს გამოვიყენებ, რადგან საჯარო მოხელეების მიმართ მიმართული ძალადობა საფრთხეს უქმნის ყველაფერ იმას, რასაც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდიმ.

რუთს სახელმწიფო ბრალდება როგორც ნასამართლევ მოქალაქეს, დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთვის იარაღის ფლობას, ამოშლილი სერიული ნომრით იარაღის ფლობასა და ფედერალური თანამდებობის პირზე თავდასხმას ედავება.​​​​​​​​​​​​​​​​

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულმა პირმა დატოვა წერილი, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ წერდა.

შეგახსენებთ, აშშ-ის შტატ ფლორიდაში, საერთაშორისო გოლფის კლუბში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი თამაშობდა, სროლა მიმდინარე წლის 16 სექტემბერს მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics