2024-09-24 09:23:48, 337 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი ნიუ-იორკში მასუდ პეზეშკიანს შეხვდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ნიუ-იორკში ირანის პრეზიდენტს, მასუდ პეზეშკიანს შეხვდა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
როგორც მიშელი წერს, შეხვედრისას საუბარი "შუამავლების მიერ რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობას, ევროკავშირის მიერ დაკავებულ მოქალაქეებს, ბირთვულ პროგრამასა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობას" შეეხო.
როგორც “ვოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით X-ზე წერს, მიშელმა პეზეშკიანს განუცხადა, რომ ევროკავშირსა და ირანს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
რაც შეეხება პეზეშკიანს, შეხვედრისას ის ირანის მხრიდან რუსეთისთვის რაკეტების გადაცემასა და ბირთვული იარაღის შექმნას უარყოფდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,