2024-09-24 09:10:10, 371 ნახვა
მსოფლიო
ჰაგარი - ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს
ისრაელი ლიბანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
ჰაგარის თქმით, “ჯარი ამ დროისთვის სრულ მზადყოფნაშია“.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) მზად სახმელეთო შეჭრისთვის და რამდენად სწრაფად შეიძლებოდა გადაადგილება ბრძანების მიღების შემთხვევაში, დანიელ ჰაგარიმ თქვა:
“ჯარი სრულ მზადყოფნაშია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენი მოქალაქე სახლში უსაფრთხოდ დავაბრუნოთ“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,