2024-09-23 22:51:43, 364 ნახვა
მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვა - ლიბანში, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა
ლიბანში ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 356-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 24 ბავშვი და 42 ქალია.
მომხდარის შედეგად კი 1 246 ადამიანია დაშავებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,