2024-09-23 22:22:36, 332 ნახვა
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი - ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს
ისრაელი უფრო ფართო კონფლიქტის შექმნას ცდილობს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი მოუწოდებდა ირანს, არ მოეხდინა საპასუხო თავდასხმა ისრაელზე, რათა არ შეეშალა ხელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებისთვის.
“ჩვენ შევეცადეთ, არ გვეპასუხა. ისინი მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ მშვიდობის მიღწევის ზღვარზე ვიყავით, მაგრამ ჩვენ ვერასდროს მივაღწიეთ ამ მიუწვდომელ მშვიდობას“, - განაცხადა ფეზეშკიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,