|
2024-09-23 17:20:56, 875 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა - პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და გამაგრების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. “1 300 ოჯახი, წელსვე, ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში გააგრძელებს. გამაგრება-რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 11 მისამართზე, დასრულების ეტაპზეა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ხიმშიაშვილის, მაიაკოვსკის, 26 მაისის ქუჩებსა და ე.წ. შანხაის დასახლებაში. ე.წ. შანხაის დასახლებაში ამ ეტაპისთვის სამშენებლო სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ბინით დაკმაყოფილდება 129 ოჯახი. კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა სპორტული მოედანი და საპარკინგე სივრცე. პროგრამა “ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" ითვალისწინებს 3 000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. პროგრამის ფარგლებში, ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა საჭიროების მქონე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა. პროექტის მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები რესან კონცელიძე, ტიტე აროშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გაეცნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)