00:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 17:13:27, 327 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპორტულ კომპლექს „არენას“ მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უარი ეთქვა კომპლექსის „არენა 1“ აუზზე დაშვებაზე და მშობელს განემარტა, რომ მაშინ, როცა შეზღუდული შესაძლებლობის არმქონე ბავშვები „არენა 1“ აუზით სარგებლობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განსაზღვრულია მხოლოდ „არენა 2“ აუზი, რომელიც სარემონტო სამუშაოების გამო, დახურულია. 

„სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის საფუძველს უმეტესად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული ძლიერი სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება, ასევე სერვისებისა და გარემოს მისაწვდომობის ბარიერები ქმნის. აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის საზოგადოებაში ადრეული ასაკიდან ინტეგრაციის ხელშეწყობა აუცილებელია მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილად ჩართვის მიზნით.

ამასთან, ხშირ შემთხვევაში, სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის რეაბილიტაციის ფუნქცია აქვს და მნიშვნელოვანია მათი თანაბარ პირობებში განვითარების უზრუნველყოფისთვის.  

სახალხო დამცველი, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით სწავლობს აღნიშნული ფაქტს და შესწავლის შედეგებს დამატებით აცნობებს საზოგადოებას",- აღნიშნულია აპარატის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics