|
2024-09-23 15:20:49, 347 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის - ქვეყანაში მშვიდობა და კეთილდღეობა გაიმარჯვებს
საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა მიუღებელია და რადიკალიზმი ქვეყანაში ყოველთვის განწირულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერმა ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის შეფასებები, რაც საქართველოსთან მიმართებაში კეთდება, სამწუხარო რეალობაა. "საქართველოში, ოპოზიციის ნაცვლად, არჩევნებს ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები. ეს არის რეალობა, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა და ის კონკრეტული განცხადებები, რაც კეთდება. საქართველოში ზოგიერთ პოლიტიკოსს აქვს წამოცდენები, იგივე სანქციებთან დაკავშირებით. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს პროცესები, განცხადებები, კიდევ უფრო გამძაფრდება. პირდაპირ დალაგებული აქვთ ყველაფერი - სად, როდის, ვინ უნდა გამოვიდეს, რა უნდა თქვას, რათა მაქსიმალურად დაეხმარონ ოპოზიციას, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ, მოახერხონ და მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც სამწუხარო და ძალიან ცუდია, რადგან არავის უნდა ეძლეოდეს შესაძლებლობა, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს", - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე შეფასებით, წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, პარალელური დათვლის შედეგები გაყალბდა. "ეს რისთვის კეთდებოდა? იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა, დაძაბულობა მოეწყოთ. ეს პროცესები დღესაც გრძელდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რაც არ უნდა განცხადებები აკეთონ, აქ ჩამოვიდნენ და უშუალოდ ხალხთან დაიწყონ სიარული, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება. რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ბოროტება ყოველთვის დამარცხდება ამ ქვეყანაში და გაიმარჯვებს მშვიდობა, კეთილდღეობა და ქვეყნის განვითარება", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)