|
2024-09-23 13:21:23, 364 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ყველაფრის მართვა - ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები, თუ რომელი პოლიტიკური პარტია საარჩევნოდ ვისთან გაერთიანდება, „გარედან მიიღება". როგორც კალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ გაერთიანების შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე საუბრისას ჟურნალისტებს უთხრა, „აღნიშნული პროცესი ერთ-ერთი საელჩოდან იმართება". „ზოგადად, რაც შეეხება ამ გაერთიანებებს, დაშლებს, ამ გადაწყვეტილებებს არც მიხეილ სააკაშვილი იღებს, არ გვარამია, არც გახარია, არც „ლელო“. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ გარედან. ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრის მართვა. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ ვისთან უნდა გაერთიანდეს და როგორ. ყველა ეს პარტია, რომელიც ერთ დროს წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“, დღეს შეიძლება, გამოდიოდეს სხვადასხვა სახელით, რაც მიზანმიმართულადაა გაკეთებული, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. როგორც იცით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება ბოროტებასთან, ადამიანის ჩაგვრასთან, ოჯახების გაუბედურებასთან, მაგრამ პოლიტიკური პარტიის მხოლოდ სახელი ხომ არ არის მთავარი. ის შედგებოდა კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებისგანაც იყო დაკომპლექტებული და ვინც იღებდა უშუალო გადაწყვეტილებებს ბოროტებასთან, ჩაგვრასთან, წამებასთან დაკავშირებით. დღეს, ისინი სხვადასხვა პარტიაში გვევლინებიან და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, აფასებს და 26 ოქტომბერს, რაც არ უნდა გაერთიანდნენ, დაიშალონ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, ერთ ან ორ პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა. დანარჩენები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერს მიუახლოვდნენ“,- განაცხადა კალაძემ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)