00:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-23 11:50:56, 240 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურა - სტაჟიორთა კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნენ

საქართველოს პროკურატურის სტაჟიორთა კონკურსის შედეგად შერჩეული წარმატებული კანდიდატები, პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით, სტაჟიორებად დაინიშნენ და ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდნენ.

 ახლად დანიშნულ სტაჟიორებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, სტაჟირება არის შესაძლებლობა, საქართველოს პროკურატურა დაკომპლექტდეს ახალი, კვალიფიციური კადრებით.

"პროკურატურაში საქმიანობა სტაჟირების გზით მაქვს დაწყებული მეც, ჩემს მოადგილეებს, მენეჯერთა უდიდესი უმრავლესობა სწორედ ყოფილი სტაჟიორია, რაც ძალიან საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემთვის სტაჟირების პერიოდი იყო პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის და საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო ეტაპი. ეცადეთ, ეს პერიოდი გამოიყენოთ მაქსიმალურად.იყავით ინიციატივიანი, მონდომებული და განვითარებაზე ორიენტირებული, გამოხატეთ ინტერესი და ჩართულობა, აჩვენეთ საქმისადმი ერთგულება და მაღალი პასუხისმგებლობა. ეს არის შრომა, რომელიც თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს", - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

შეხვედრის დასასრულს, სტაჟიორებმა პროკურატურის თანამშრომლის ფიცი დადეს. ასევე, მათ პროკურატურის თანამშრომლის სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

ღონისძიებას გენერალური პროკურორის მოადგილეები, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს პროკურატურის მიერ საპროკურორო და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადი სულ 769-მა კანდიდატმა წარადგინა. 3-ეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, 50 საუკეთესო კანდიდატი შეირჩა და მათ სტაჟიორის საქმიანობის დაწყებამდე, 2-თვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს.

სტაჟირების სისტემის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო კადრების შერჩევა წარმოადგენს. პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები - კანდიდატის პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაციაა.

ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics