|
2024-09-23 10:31:07, 308 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაცია იმყოფება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე ტაჯიკეთის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელს, აბდუჯაბარ იუსუფზოდას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეხვედრას ეროვნული სატყეო სააგენტოს და ტაჯიკეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა ტყის მართვის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე ისაუბრეს; ქართველმა სპეციალისტებმა ტაჯიკელ კოლეგებს ტყის, ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიებისა და აგრომეტყევეობის მართვის მიმართულებით არსებული პრაქტიკა გააცნეს. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია კოლეგების დაინტერესება იმ პრაქტიკით, რაც გვაქვს ტყის მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აგრომეტყევეობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სატყეო სექტორი ყოველთვის გამოირჩეოდა რეგიონში. შემდეგ დარგმა გაიარა საკმაოდ მძიმე ეტაპები. 2013 წლიდან კი დაიწყო რეფორმები, რომლებიც აძლიერებს სატყეო სექტორს, ნერგავს ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს და შედეგად ჩვენი მოსახლეობისთვის მოიტანს ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს. სამინისტროს სისტემაში შემავალი თითოეული შესაბამისი უწყება ყოვეწლიურად აუმჯობესებს საქმიანობას დასახული მიზნების მისაღწევად“,- აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლებში ნახანძრალი ტყის მასივსაც მოინახულებენ, სადაც საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებსა და პრაქტიკას ადგილზე გაეცნობიან. აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ტყეში აღდგენითი სამუშაოები 636 ჰა ფართობზე განხორციელდა და ჯამში 346 ათასამდე ნერგი დაირგო. ტყის მდგრადი ეკოსისტემის ჩამოყალიბების მიზნით, განხორციელდა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებიც. დელეგაციის წევრები ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებსაც გაეცნობიან; ასევე, მოინახულებენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს. სამუშაო ვიზიტის დასასრულს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ეწვევიან, სადაც სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორიას დაათვალიერებენ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)