2024-09-23 09:13:56, 324 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ თუ წლევანდელ არჩევნებში დამარცხდება, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
ამერიკის შეერთებული შტატების "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ ის წლევანდელ არჩევნებში დამარცხდება, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, ხედავს თუ არა საკუთარ თავს კვლავ საპრეზიდენტო კანდიდატად 4 წლის შემდეგ, თუ ის წელს ვერ გაიმარჯვებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა:
“არა, ვერ ვხედავ. ვფიქრობ, რაც იქნება, იქნება. მე ამას საერთოდ ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ“,- განაცხადა ტრამპმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,