2024-09-22 16:05:07, 335 ნახვა
მსოფლიო
IDF - ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს
ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ავრცელებს.
IDF-ს ცნობით, თავდაცვის სისტემამ რაკეტების უმეტესობის მოგერიება შეძლო, თუმცა ზოგიერთი მათგანი სახლებს მოხვდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ განხორციელებული იერიში გასულ კვირას ისრაელის მხრიდან პეიჯერებისა და რაციების აფეთქებების პასუხია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,