|
2024-09-21 13:45:23, 288 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის 100 თანამშრომელი დაჯილდოვდა
შპს “თბილსერვის ჯგუფის“ დაარსების დღესთან დაკავშირებით, კომპანიის 100 თანამშრომელს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, “თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ თანამშრომლები მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა. დავით ფაჩულიამ ახალი სპეცტექნიკაც დაათვალიერა. “დღეს ჩვენი კომპანიის დაარსების დღეა. 17 წელია, რაც “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში დაუღალავად ემსახურებიან დედაქალაქს. თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენს მუნიციპალურ კომპანიაში დასუფთავების, გარე განათების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნების, პოლიგონებისა და სხვა მიმართულებით ასობით ადამიანი მუშაობს, რომლებსაც ღამის განმავლობაშიც უწევთ სამუშაოს შესრულება, იმისათვის, რომ ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ქალაქისთვის“,- აღნიშნა დავით ფაჩულიამ. კომპანიის ავტოპარკს კიდევ 11 ერთეული სპეცმანქანა შეემატა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალური სერვისისთვის გამოიყენება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)